სერვისები

აუდიტორული მომსახურება

ACG-ს  მიერ ჩატარებული აუდიტი უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური მართვის ეფექტურობის ამაღლებას: წლიური ფინანსური…

საბუღალტრო მომსახურება

კომპანია ACG გთავაზობთ სრულ საბუღალტრო  მომსახურებას. პროფესიონალ ბუღალტერთა ჯგუფი გთვაზობთ ყოველთვიური ფინანსური…

საგადასახადო რისკების შემცირება

კომპანია ACG გთავაზობთ თქვენი საგადასახადო რისკების შემცირებას საგადასახადო რისკების შემცირება გულისხმობს სადაზღვევო…

კონსალტინგი

ACG-ის გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა სფეროში. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ინვესტორი კომპანიებისათვის: ბიზნეს…

ბიზნეს პროექტები

ბიზნეს გეგმის დამუშავება ბიზნეს გეგმის მომზადება-შემუშავება არის ჩვენი სპეციალიზაციის ძირითადი და მნიშვნელოვანი…

ქონების შეფასება

ACG განახორციელებს თქვენს საკუთრებაში არსებულ მატერიალური თუ არამატერიალური ქონების შეფასებას, დროის იმ…

ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანიის მეთოდოლოგია ეყრდნობა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის დებულებებს, “აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებს.

ამავე დროს ითვალისწინებს რა პროფესიულ უნარსა და წეს-ჩვეულებებს, ხელმძღვანელობს რა ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიით, კომპანია უზრუნველყოფს რწმუნების, ინფორმაციის კონფიდენციალურობის და ხარისხის კონტროლს, რითაც ზრდის ფინანსური ინფორმაციის საიმედოობისა და გარანტიის მაღალ დონეს.

ACG ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებაა დიდი და მცირე კლიენტების მაღალკვალიფიციური, სრულიად საიმედო და მაღალკვალიფიციური მომსახურეობით უზრუნველყოფა. სწორედ ეს მაღალი სტანდარტები ესაჭიროება ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.
ჩვენი პროფესიული შტატების შემადგენლობაში შედიან ეკონომისტები, იურისტები, ინჟინრები, ბუღალტრები და სისტემათა სპეციალისტები, რომელთაც სამუშაო გამოცდილება აქვთ მიღებული მსხვილ კომპანიებში.

ჩვენი უპირატესობა

თანამედროვე კომპანიის წარმატებულად მართვა წარმოუდგენელია კომპლექსური სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების გარეშე. ამისთვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური პერსონალის და კონსულტანტების მოზიდვა და მათი აზრის გათვალისწინებით ბიზნეს სტრატეგიისა და ოპერატიული მოქმედებების გეგმის დასახვა.

ბევრი ქართული კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დგას და არ შეუძლია მაღალკვალიფიციური და შესაბამისად მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების მოზიდვა, მაგრამ მათ შეუძლიათ მიმართონ გამოცდილ კონსულტანტებს ( ფინანსისტებს, იურისტებს და ა.შ.), ვისაც უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა ბიზნესის წარმოებაში. მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს კომპანიების ბიზნესის შესწავლა, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და ამის საფუძველზე საწარმოს რესტრუქტურიზება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა

ჩვენს სპეციალისტებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ კომპანიების საქმიანობის სტრატეგიული მართვისა და ოპერატიულ ბიზნეს-პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მხარჯველობითი ცენტრების გამოვლენასა და კაპიტალის რენტაბელურობის ამაღლებაში. განვახორციელებთ რა კანონმდებლობის ყოველდღიურ მონიტორინგს, მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაციები ბუღალტრული აღრიცხვის, სამეურნეო და ადმინისტრაციული სამართლის, ფინანსური ანალიზის, ბიზნესის დაგეგმარებისა და სტრატეგიული განვითარების საკითხებში.

ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება ეკონომიკური სუბიექტების ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლაში, საინვესტიციო პროექტების შედგენასა და შეფასებაში, კლიენტის ინტერესების გამოხატვასა და დაცვაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში.