აუდიტორული მომსახურება

ACG-ს  მიერ ჩატარებული აუდიტი უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური მართვის ეფექტურობის ამაღლებას:

  • წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას IFRS მოთხოვნების შესაბამისად;
  • კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლება;
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების საიმედოობის ზრდა;
  • საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის ეფექტურობის ზრდა და ხარვეზების გამოვლენა;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების შემცირება;
  • კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობას და ოპტიმიზაცია;

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობა და საიმედობა წარმოადგენს ერთ-ერთ გარანტს მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის. აღნიშნული პროექტის განხორციელბა ხელს შეუწყობს, რომ კომპანიის მენეჯმენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურებითა და ინფორმაციით.

 

ეფექტურობა:

  • დროული და საიმედო საბუღალტო მონაცემების მიღებას საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით;
  • კონტროლის გაძლიერება ძირითადი საშუალებებისა და მარაგების მოძრაობაზე;
  • ძირითადი საშუალებების და მარაგების სისწორის დადგენა;
  • დაგეგმილი ბიუჯეტის სისწორის დადგენა;
  • კონტროლის გაძლიერება ფულადი-ნაკადების მოძრაობაზე;
  • მონიტორინგის როლის გაძლიერება;

აუდიტი მოიცავს:

  1. ფულადი ნაკადების მოძრაობის აუდიტი;
    გარკვეული პერიოდისათვის ფულის ნაშთის სისწორის დადასტურება;
    საბანკო და სალარო ოპერაციების შემოწმება და სისწორის დადასტურება;
    შიდა საბუღალტრო სისტემის კონტროლის შეფასება;
    სასეხო ხელშეკრულებებით განსაზღვეული ფულადი ნაკადების შემოსვლა-გასვლის შემოწმება და სისწორის დადასტურება;
  2. დებიტორული და კრედიტორული დავალიანების აუდიტი
    კომპანიის დებიტორების ინვენტარიზაცია და მათი სისწორის დადასტურება;
    საეჭვო და გაკოტრებული კრედიტორების გამოვლენა;
    პირველადი დოკუმენტების და ინვოისების არსებობის სისწორის დადასტურება;
    კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული წესების დაცვა;
    საკრედიტო რესურსების სწორად ათვისება და მიზანმიმართული ხარჯვის სისწორის დადასტურება;
  3.  ძირითადი საშუალებების აუდიტი
    ინვენტარიზაციის შედეგების სწორი ასახვა საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემაში;
    რეალურად არსებული ძირითადი საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა;
    ძირითად საშუალებებზე გაწეული კაპიტალური დანახარჯების ასახვა საბუღალტრო სისტემაში;
    დარიცხული ცვეთის სისწორის განსაზღვრა;
    ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების განსაზღვრა;
    ძირითადი საშუალებების ჩამოწერა და საბუღალტრო სისტემაში მათი სწორად ასახვა;
    მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მიწის გადასახადის ბიუჯეტთან ანგარიშწორების სისწორე;
    იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების გადასახადის გადახდის სისწორე;
    შესყიდული ძირითადი საშუალებების ღირებულების სწორი განსაზღვრა სააღრიცხვო სისტემაში;
    დაუმთავრებელი მშენებლობების ასახვა სააღრიცხვო სისტემაში;
  4. მარაგების აუდიტი
    გარკვეული დროისათვის მარაგების ინვენტარიზაცია და მისი საბალანსო მონაცემებთან   შედარება;
    მარაგების ჩამოწერის ღირებულების სწორი განსაზღვრა;
    მარაგების აღრიცხვის სწორი პოლიტიკის შემუშავება;
    საწარმოო მარაგებში არსებული ფაქტიური პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა;
    მზა პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციის განსაზღვრა;
    გადატვირთული პროდუქციის სისწორის დადასტურება;
    დანაკლისის განსაზღვრა და მისი სწორი ასხავა საბუღალტრო მონაცემებში;
  5. ხარჯების აუდიტი
    ცვეთის ხარჯების სწორი ასახვა მოგება-ზარალის უწყისში;
    სამეცნიერო-კვლევითი ხარჯების სისწორის დადასტურება;
    სადაზღვევო ხარჯების სისწორის დადასტურება;
    ჩამოწერილი მატერიალური მარაგების სისწორის დადასტურება;
    რეალიზაციისას ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების ღირებულების სისწორის დადასტურება;
    შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების სისწორის დადასტურება;
    საეჭვო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებული ხარჯების სისწორის დადასტურება;
    სადისტრიბუციო და მარკეტინგული ხარჯების სისწორის დადასტურება;
    სხვა ხარჯების სისწორის დადასტურება
  6. შემოსავლების აუდიტი
    კომპანიის შემოსავლების სისწორის განსაზღვრა საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებაში. აღნიშნული მოიცავს კლიენტებიდან, საიჯარო საშუალებებიდან და ა.შ. შემოსავლებს;
    უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების გადაფასების სისწორის დადასტურება;
  7. კომპანიის საკუთარი კაპიტალის აუდიტი
    მოგების, გაუნაწილებელი მოგების და გადაფასების შედეგად მიღებული რეზერვების სისწორის დადასტურება;