ბიზნეს პროექტები

ბიზნეს გეგმის დამუშავება

ბიზნეს გეგმის მომზადება-შემუშავება არის ჩვენი სპეციალიზაციის ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი.

ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი,  რომელიც ესაჭიროება ინვესტორებს (ბანკებს, პარტნიორებს, ხელისუფლების ორგანოებს) ან მენეჯერებს, რათა სწორად მიიღონ გადაწყვეტილება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.
ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან ასპექტს დაინტერესებულ პირთათვის.
ბიზნეს გეგმის შემუშავება მოითხოვს ბევრ დროსა და სხვადასხვა სპეციალისტების (ფინანსისტის, კონსულტანეტის, იურისტის, ტექნიკური ექსპერტი და ა.შ.) შრომას. ამ სპეციალისტთა ერთობლივი ჯგუფის სამუშაოს მიზანი უნდა იყოს  ორიენტირებული კლიენტის მიერ დასმული საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებაზე.
როგორც წესი ამ პროექტის ფარგლებში საჭიროა შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:

  • კომპანიის (რომელიც ახორციელებს პროექტს) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და წარდგენა, ფინანსური ანალიზი, მდგომარეობის შესწავლა;
  • ბაზრის ანალიზი და პროგნოზი;
  • პროექტის ორგანიზაციული გეგმის ფორმირება;
  • პროექტის საინვესტიოციო ხარჯების, გასავლების, მასალების, პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
  • პროექტის ფინანსური გეგმის შემუშავება;
  • ბიზნეს გეგმის ტექსტის მომზადება;
  • პრეზენტაციის და სხვა საჭირო მასალების  მომზადება ინვესტორებისათვის;