ქონების შეფასება

ACG განახორციელებს თქვენს საკუთრებაში არსებულ მატერიალური თუ არამატერიალური ქონების შეფასებას, დროის იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული ფასებისა და იმ ფაქტორების გათალისწინებით, რაც მათი ღირებულების ფორმირებაზე ახდენს ზეგავლენას.

განსაზღვრეთ თქვენს საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება და გაიგეთ თუ რა კაპიტალს ფლობთ და რა სიმდიდრის პატრონი ხართ!

ღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა ტიპები.

  • საბაზრო ღირებულება

საბაზრო ღირებულების მცნებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს და უძრავი ქონების საზოგადოებაში. უძრავი ქონების დაბეგვრა, სასამართლო პროცესები და კანონმდებლობა ასევე ასახავენ საბაზრო ღირებულების საკითხებისადმი მიმდინარე, აქტიურ დამოკიდებულებას.
საბაზრო ღირებულება არის შეფასებითი თანხა, რომელზედაც შეფასების თრიღისათვის გაშლილი მკლავის პრინციპით უნდა მოხდეს ქონების გაცვლა მონდომებულ მყიდველსა და მონდომებულ გამყიდველს შორის, სათანადო მარკეტინგული გამოკვლევის ჩატარების შემდეგ იმ პირობით, რომ მონაწილე მხარეები მოქმედებენ გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე.

  • გამოყენებითი ღირებულება

გამოყენებითი ღირებულების კონცეფცია ეფუძნება ეკონომიკური საქონლის პროდუქტიულობას, ანუ წარმოადგენს სპეციფიური გამოყენებისათვის საჭირო კონკრეტული ქონების ღირებულებას.
სპეციფიკურ ძირითად საშულებას რომელსაც კომპანია ჯერ კიდევ გამოიყენებს, შეიძლება ქონდეს არსებითი გამოყენებითი ღირებულება ამ კომპანიისათვის, მაგრამ სხვა სახით გამოყენებისათვის, მხოლოდ ნომინალური საბაზრო ღირებულება გააჩნდეს.

  • საინვესტიციო ღირებულება

საინვესტიციო ღირებულება წარმოადგენს სპეციფიური ქონების ღირებულებას კონკრეტული ინვესტორისათვის. საინვესტიციო ღირებულება ასახავს სუბიექტურ ურთიერთობას კერძო ინვესტორსა და მოცემულ ინვესტიციას შორის.

  • მოქმედი საწარმოს ღირებულება

ფუნქციონირებადი საქარმოს ღირებულება მოიცავს:

  1. შეზღუდული ბაზრის მქონე და სპეციალური დანიშნულების ქონება
  2. მიწა
  3. შენობა – ნაგებობა
  4. დაუმთავრებელი მშენებლობა
  5. საცხოვრებელი სახლი (აგარაკი)
  6. ავტომანქანა
  7. ფუნქციონირებადი საწარმო
  8. კომპანიის წილი/აქცია
  9. იჯარის ქირის განსაზღვრა